„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 31/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016232
31
31/10/2017
ვებგვერდი, 31/10/2017
300280000.16.009.016232
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №31

2017 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 43' მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 8.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის:

ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „ბ.ბ“-„ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 11,248 თეთრი/კვტს;

ბ.გ) 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 10,614 თეთრი/კვტს;

ბ.დ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3,767 თეთრი/კვტს.“;

გ) „ბ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ ქვეპუნქტი:

 „ბ.ე) 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3,500 თეთრი/კვტს.“.

2.  მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს „ხრამჰესი-2“-ს შორის 2008 წლის 10 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის – სააგენტოს მიერ, სს „ხრამჰესი-2“-ის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი კრედიტიდან ათვისებული თანხების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ“ გარანტირებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ხრამჰესი-2“-ის ელექტროენერგიის წარმოების გრძელვადიანი ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) ყოველწლიურად გაკორექტირდეს იმ შემთხვევაში, თუ კორექტირების განხორციელებისას, ლარის კურსის ცვლილება იაპონურ იენთან შეადგენს წელიწადში 7%-ზე მეტს, 2016 წლის ლარის იაპონურ იენთან საშუალო გაცვლით კურსთან მიმართებაში (2,1834 ლარი = 100 იაპონური იენი). ამასთან, კორექტირებას ექვემდებარება ტარიფის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული კრედიტის მომსახურებისთვის.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე