დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 31/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016231 |
|
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 43' მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 8.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის: ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ა.ბ“ – „ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 9,781 თეთრი/კვტს; ა.გ) 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 9,147 თეთრი/კვტს; ა.დ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 2,300 თეთრი/კვტს.“. 2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სს „ხრამჰესი-1“ და სს „ხრამჰესი-2“-ის შეძენისას განხორციელებული ინვესტიციების გარანტირებული დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით სს „ხრამჰესი-1“ და სს „ხრამჰესი-2“-ის ელექტროენერგიის წარმოების გრძელვადიანი ზღვრული ტარიფების (ზედა ზღვარი) კორექტირება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსის ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენს 7%-ზე მეტს, 2013 წლის 1 ნოემბერიდან 2016 წლის 31 ოქტომბრამდე არსებული პერიოდის საშუალო გაცვლით კურსთან შედარებით (2.0863 ლარი = 1 აშშ დოლარი). ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ტარიფების კორექტირება ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებაში ცვლილების გამო განხორციელდეს ოთხჯერ: 2013 წლის 1 ნოემბერს, 2016 წლის 1 ნოემბერს, 2019 წლის 1 ნოემბერს და 2022 წლის 1 ნოემბერს.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები