მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი ნ-17
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 31/10/2017
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016026
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნ-17
31/10/2017
ვებგვერდი, 01/11/2017
350080000.64.076.016026
მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/11/2017 - 10/07/2018)

 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-17
2017 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი

 

მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

 


„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ მიღებული და გამოცემული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 2015 წელი (შემდგომ სტანდარტი).
2. სტანდარტი განთავსდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ სამსახური) ვებგვერდზე (www.saras.gov.ge).
3. ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტი სამსახურის მიერ განახლდეს სტანდარტის მოქმედი ინგლისურენოვანი რედაქციის განახლებიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე