„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ წესი“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ წესი“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016245
24
31/10/2017
ვებგვერდი, 01/11/2017
010250020.35.127.016245
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ წესი“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ წესი“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2017 წლის 31ოქტომბერი

ქ. ზესტაფონი     

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ წესი“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების,  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ წესი“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 აგვისტოს №22 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 16/08/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.127.016243)   პრეამბულაში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 261 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:“

2. შევიდეს ცვლილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017 წლის 16 აგვისტოს №22 დადგენილების  მე-2-ე მუხლში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

დამტკიცდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების,  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.“.

3. შევიდეს ცვლილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017 წლის 16 აგვისტოს №22 დადგენილების  დანართის  1-ლი მუხლის პირველ პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისა  და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის გაცემის წესებს.“.

4. შევიდეს ცვლილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017 წლის 16 აგვისტოს №22 დადგენილების  დანართის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;“.

5. შევიდეს ცვლილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017 წლის 16 აგვისტოს №22 დადგენილების  დანართის  მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №27 დადგენილებით დამტკიცებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს 3 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);

გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.

3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას (წერილობითი შეთანხმება) იღებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №27 დადგენილებით დამტკიცებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური. მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამგეობის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი.“.

6. შევიდეს ცვლილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017 წლის 16 აგვისტოს №22 დადგენილების  დანართ №1.1-ში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი  №1.1

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შესახებ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი

ქ. ზესტაფონი                                           „---------”  „------------------------” 20    წ.                                                                                                                                                                     (რიცხვი, თვე, წელი)

1. წინამდებარე ოქმი შედგენილია  ____________________________________

_________________________________________________________

ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ნებართვის მფლობელის მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)

მასზე, რომ ,,რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ   მიწის   ნაკვეთზე  ან  სხვა ქონებაზე  გარე  რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის  განთავსების ნებართვის მიღების  წესის   დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 აგვისტოს №22 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში

       ___________________________________________________

                            (ლოტის დასახელება)

____________________________________________________

 

გარე რეკლამის განთავსების საწყისი ფასი_______________________________

                                                               (ციფრებით) (სიტყვიერად)

___________________________________________________________________    

 

2. შემდგომში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისიის მიერ

20 ____წლის ,,_________“,,__________“ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის

 

       __________________________________________________________

                                                 (ციფრებით) (სიტყვიერად)

 

___________________________________________________________ლარი

 საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – ნებართვის მფლობელი) და ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, გარე რეკლამის განსათავსებლად გადაეცა   ზესტაფონის       მუნიციპალიტეტის     საკუთრებაში   არსებულ   ქონებაზე გარე   რეკლამის   განთავსების ნებართვის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში

__________________________________________________________________

                                                                         (ლოტის დასახელება, სხვა აღწერილობა)

       ________________________________________________ვადით.

3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია: გარე რეკლამის განთავსების წლიური ღირებულება

        __________________________________________________________________________

(ციფრებით) (სიტყვიერად)

       ______________________________________________________________________ლარი გადაიხადოს:

       __________________________________________მომდევნო თვის 25 რიცხვამდე.                  

 

შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

__________________________________________________________

4. ნებართვის მფლობელს გადახდილი „ბე“ ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს აუქციონის პირობები:

___________________________________________________________

_______________________________________________     და ა.შ.

 

6. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ოქმის გაფორმების შემდეგ ზოგიერთი საკითხის დაზუსტების და დეტალიზაციის მიზნით მხარეებს შორის 14 სამუშაო დღის ვადაში იდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა გარე რეკლამის სანებართვო მოწმობა.

8. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გადაუხდელი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

9. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება მესაკუთრეს, ხოლო მეორე გადაეცემა ნებართვის მფლობელს.

10. აუქციონში გამარჯვებული ნებართვის მფლობელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.

11. ოქმს, რომელიც მესაკუთრესთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი იურიდიული პირია, ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტრო გადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს;

გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

 

  კომისიის თავმჯდომარე: /____________/ /_______________//___________________/

(ხელმოწერა)            (სახელი გვარი)

 

 

აუქციონში გამარჯვებული პირი: /_______/ /______//____________________________/

 (ნებართვის მფლობელი, წარმომადგენელი)          (ხელმოწერა)   (სახელი გვარი)

 

ბეჭდის ადგილი

7. შევიდეს ცვლილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017 წლის 16 აგვისტოს №22 დადგენილების  დანართის  მე-6 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6.

ამოღებულია“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე