დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება ,,ფოთი მაცივარი"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სააქციო საზოგადოება ,,ფოთი მაცივარი" |
| მიღების თარიღი | 30/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სააქციო საზოგადოება „ ფოთი მაცივრის“
აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ფოთი მაცივრის“ (ს/ნ: 215080383) აქციონერთა მორიგი საერთო კრება დანიშნულია 2017 წლის 27 ნოემბერს, დღის 14 საათზე.
მის.: საქართველო, ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. №9.
საერთო კრების დღის წესრიგი:
1. სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების არჩევა.
სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2017 წლის 25 ოქტომბერი.
სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევენ აქციონერებს, რომ გამოცხადდნენ კრებაზე და ხელი შეუწყონ მის შეუფერხებელ ჩატარებას, რათა შესაძლებელი იყოს დღის წესრიგის საკითხების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
აქციონერებს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება კრების დაწყებამდე 10-დღიან პერიოდში შეუძლიათ შეამოწმონ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორ შპს „ეროვნულ რეესტრში“ (მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #41, მე-6 სართული). სს „ფოთი მაცივრის“ დირექციაში აქციონერებს შეუძლიათ დღის წესრიგთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და წინადადებების წარდგენა.
სს „ფოთი მაცივრის“ დირექტორი ვლადიმერ ჯამბურია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები