„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 533
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016680
533
31/10/2017
ვებგვერდი, 31/10/2017
040030000.22.034.016680
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №533

2017 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ, 7, 17.01.2007, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.034.009.810) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ფუნქცია და საქმიანობის საგანია – თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება;  სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაცია, ლიზინგის მოწმობის გაცემა; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის განხორციელება; სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა; სააგენტოს მიერ საკუთარი სახელისა და საქმიანობის რეკლამირება; სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისათვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გაწევა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა.ბ) სააღრიცხვო  და  საინფორმაციო  მომსახურების   განყოფილება   ახორციელებს   იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას; სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების შესახებ ცნობის გაცემას; სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციას, ლიზინგის მოწმობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) საცნობარო განყოფილება ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას; სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციას, ლიზინგის მოწმობის გაცემას,  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;“;

გ) მე-3 პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას; სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციას, ლიზინგის მოწმობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვებისა და მოწმობების გაცემას; სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვასა და რეგისტრაციას, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარებას, აღნიშნული გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის გაცემას და მისი ჩაბარების თაობაზე რეესტრის წარმოებას;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი