„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 25/10/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016222
16
25/10/2017
ვებგვერდი, 31/10/2017
040030000.32.061.016222
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №16

2017 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის გეოლოგიიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის  2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში (აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო მაცნე №14, 08.07.2005წ., მუხ.60) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – „აფხაზეთის გეოლოგიის  და მინერალური რესურსების სააგენტოს“  სახელმწიფო კონტროლი.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდგომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – „აფხაზეთის გეოლოგიის  და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის სამართლებრივი აქტი ძალაშია მოქმედი კანონმდებლობისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – „აფხაზეთის გეოლოგიის  და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულებით  გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – „აფხაზეთის გეოლოგიის  და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია