„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020192
483
27/10/2017
ვებგვერდი, 30/10/2017
470230000.10.003.020192
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №483

2017 წლის 27 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის  2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 470230000.10.003.019741) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:  

  „პ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტის:

პ.ა) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

პ.ბ) სამედიცინო მოწყობილობებისა და ავეჯის შესყიდვა.“.

2. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის  მე-2 მუხლის „ა“, „დ.ბ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ნ“, „ო“ და „პ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „მ“ და „პ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით  განისაზღვროს 16 122.6 ათასი ლარით:

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

3 051.2

2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

5 000.0

3

ა(ა)იპ – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის   მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება

315.0

4

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“:

940.0

 

4.1. ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად,  საიჯარო გადასახადის გადახდა  

430.0

 

4.2. ფუნქციონირებისათვის საჭირო თანამედროვე სტაციონარული რენტგენის დანადგარის – მაღალტექნოლოგიური რადიოგრაფიულ-ფლუოროსკოპიული კომპიუტერიზებული სისტემის შესყიდვა

510.0

5

ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათაო/რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა (თანადაფინანსება)

289.6

6

პროგრამის ადმინისტრირება

48.0

7

მშენებარე ობიექტების გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა და კომუნალური მომსახურების ხარჯები

200.0

8

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

5 698.2

 

8.1. სპეციალიზებული ავტომანქანების (10 ერთეული რეანიმობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი 22 ერთეული ახალი და 4 ერთეული მეორადი მაღალი გამავლობის) შესყიდვა

4 711.8

 

8.2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის ნეონატოლოგიური მომსახურებისათვის საჭირო აპარატურის (5 ერთეული ახალშობილთა სატრანსპორტო კიუვეზისა და 5 ერთეული კიუვეზთან თავსებადი ფილტვის ხელოვნული სუნთქვის ვენტილაციის აპარატი) შესყიდვა

208.0

 

8.3. სპეციალიზებული ფორმების შესყიდვა

778.4

9

საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები

32.0

10

მოსაკრებლის გადახდა

4.6

11

ქ. ზუგდიდში სკრინინგცენტრის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის (მიზნობრივი გრანტის ფარგლებში) დამატებული ღირებულების გადასახადი

81.5

12

მესტიის მუნიციპალიტეტის შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანებისათვის“ ენდოსკოპიური (ლაპარასკოპიული) აპარატის შესყიდვა

171.0

13

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის მეორადი (4 ერთეული) მაღალი გამავლობის ავტომანქანების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებად გადაკეთებისა და მათი აღჭურვისათვის საჭირო აპარატურის შესყიდვა

100.0

14

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

100.0

15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საჭიროებისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტის:

91.5

 

15.1.  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

47.5

 

15.2.  სამედიცინო მოწყობილობებისა და ავეჯის შესყიდვა

44.0

 

 სულ:

     16 122.6.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი