დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 482 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.020191 |
482
27/10/2017
ვებგვერდი, 30/10/2017
040030000.10.003.020191
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2011, 040030000.10.003.016390) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის საკუთრებაში არსებული წილის/აქციების გასხვისების შესახებ, ხოლო ფონდის საკუთრებაში არსებული იმ წილის/აქციების გასხვისების შესახებ, რომელიც ფონდის კაპიტალში შეტანილია სახელმწიფოს მიერ ამ წესდების ან/და საქართველოს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღოს პარტნიორთან შეთანხმებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები