„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 480
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020189
480
27/10/2017
ვებგვერდი, 30/10/2017
340170000.10.003.020189
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №480

2017 წლის 27 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 340170000.10.003.019215) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მონაწილეს მოწყობილი აქვს ან იღებს ვალდებულებას, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არ უმეტეს 8 თვისა, მოაწყოს რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა, რომელიც სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნის შესაბამისად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“ .

2.  მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის მიერ სრულად არ არის წარდგენილი ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტური დასაბუთებები ან დაფიქსირებულია სხვა ხარვეზი, რაც აფერხებს სააგენტოს მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის გადაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას, სააგენტო მონაწილეს დამატებით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 8 თვისა და წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი