„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 479
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.020188
479
27/10/2017
ვებგვერდი, 30/10/2017
340080000.10.003.020188
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №479

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/07/2017,  340080000.10.003.020035) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ ნაწილის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამიდან − „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 06), ხოლო ნაწილის კი − საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“:

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პრეტენდენტის მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 35 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;

გ) პრეტენდენტს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ ჯამურად არანაკლებ 7000 სკისა, რომელიც აღრიცხულია სააგენტოს მიერ;“;

ბ)  მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული სკები არ არის აღრიცხული სააგენტოს მიერ, მესაკუთრე ვალდებულია, პროგრამაში პრეტენდენტის მიერ განაცხადის წარდგენამდე მიმართოს სააგენტოს აღურიცხავი სკების აღრიცხვის მოთხოვნით, რის შემდგომაც სააგენტოს მხრიდან მოხდება აღნიშნული სკების აღრიცხვა/რეგისტრაცია და შესაბამისი ნიშნის დამაგრება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო ნიშანზე დაიტანება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლოგო, სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ლოგო, QR კოდი, ინდექსი  − „GEBB“ და 8-ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.“;

გ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი. რამდენიმე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტს, რომელსაც ან/და რომლის მეპაიეებსაც საკუთრებაში აქვთ სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უფრო მეტი სკა.“;

დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:

დ.ა) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვა;“;

დ.ბ) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.გ) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) 2019 წლის 1 იანვრიდან, 8 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად უზრუნველყოს სკების საწყისი რაოდენობის ზრდა არანაკლებ 10%-ით;“;

) დანართი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი  1

თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვილობა

რაოდენობა

თაფლის რეზერვუარი  (1500 ლიტრი, 2-კედლიანი, გამათბობლით)

1

თაფლის საკუპაჟე შემრევით, 2-კედლიანი (750 ლიტრი)  

2

თაფლის საკუპაჟე შემრევით, 2-კედლიანი (1500 ლიტრი)

2

სწრაფი გამავლობის ფილტრი

1

ნეილონის ფილტრი

1

ტუმბო 1500 ლ/სთ

5

მაგიდა  უჟანგავი ლითონის, 2 სამუშაო ადგილით

(2000 x 800 x 850)

4

თაფლის ჩამოსასხმელი ტექნოლოგიური ხაზი (თაფლის ჩამოსხმა, ქილების მიწოდება, ქილების მოხუფვა, ხუფზე ჩაჩის დატანა, ხუფზე ჩამოსხმის თარიღისა და შენახვის ვადის დატანა ლაზერით, ეტიკეტირება) წარმადობა  400 ლ/სთ

1

CIP რეცხვის სისტემა

1

მინი პაკეტებში ჩამოსხმის დანადგარი

1

ფიჭის დამამზადებელი დანადგარი

1

წყლის გამაცხელებელი

1

ელექტროსასწორი  (500 კგ)

1

სამუშაო ურიკა − ბიდონებისთვის

1

სამუშაო ურიკა − პალეტებისთვის

1

ქილების სტერილიზატორი (ახალი, პირველადი გამოყენების ქილების ჰაერით მყარი ნაწილაკებიდან გასუფთავება და ულტრაიისფერი დასხივებით მიკრობიოლოგიური სტერილიზაცია)

1

სამრეწველო არმატურა

 

მილები  (მეტრი)

150

ონკანი

14

მუხლი

40

გადამყვანი

10

სწრაფჩამხსნელი

30

გენერატორი 15 კვტ

1

შტრიხკოდი

1

რეფრაქტომეტრი (შაქრები, წყლის შემცველობა)

1

PH-მეტრი + ელგამტარობის ელექტროდი

1

სპექტროფოტომეტრი  (ოქსიმეთილფურფუროლის ანალიზისთვის)

1

ციფრული კოლორიმეტრი

1

მუფელის ღუმელი

1

მიკროსკოპი

1

სალარო აპარატი

1

ტრანსფორმატორი  200 კვტ

    1.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი