დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016332 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/09/2014, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016186) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. განათლების განყოფილება სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სასკოლო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი განათლების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას; გ) განათლების სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; დ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზებასა და კოორდინაციას; ე) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სახელოვნებო განათლების კოორდინაციას; ვ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და შემოქმედთა მხარდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას; ზ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას; თ) შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას; ი) სკოლამდლი განათლების კოორდინაციას; კ) სკოლამდელი განათლების სფეროში პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას .“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები