„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 476
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020185
476
27/10/2017
ვებგვერდი, 30/10/2017
040030000.10.003.020185
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №476

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №144 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2014, 040030000.10.003.017763)  შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“. 

მუხლი 2
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის №1797 ბრძანების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი