„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.017032
393
31/10/2017
ვებგვერდი, 01/11/2017
010040000.22.033.017032
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №393/№535

2017 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, №172, 31.12.2010) დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და  22 პუნქტები:

„21. საზღვრის გადაკვეთისას ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია სარგებლობის უფლებით ლიზინგის მიმღებზე,  ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარადგინოს:

ა) იმ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს;

ბ)  სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა;

გ) ლიზინგის გამცემის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებამოსილება.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება პირს არ წარმოეშობა, თუ შესაბამისი ინფორმაცია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსათვის ხელმისაწვდომია ელექტრონული სახით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.“.

2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“) მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში გამოცხადებამდე, უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თაბუაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი