დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 473 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020182 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ადგილზე, ხე-ტყის მორთრევის შემთხვევაში – ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ადგილზე, სააგენტოს მიერ ხე-ტყის დახარისხების შემთხვევაში − დახარისხების ადგილზე, ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე.“. 2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. სააგენტოს მიერ ხე-ტყის/ხე-მცენარის გაცემამდე მისი დახარისხების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, ახალი წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირება ხორციელდება მერქნული რესურსის დახარისხების აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა აიტვირთოს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დახარისხების დღიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღისა. ასეთ შემთხვევაში, ახალი წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირება ხორციელდება ზოგადი წესების დაცვით.“. 3. მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სააგენტოს მიერ მერქნული რესურსის დახარისხების შედეგად მრგვალი ხე-ტყის/ხე-მცენარის საშეშე მერქნად გადახარისხების შემთხვევაში, რომლისთვისაც სპეციალური ფირნიშით მარკირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის გათვალისწინებული, ან/და მრგვალი ხე-ტყისაგან/ხე-მცენარისაგან სხვადასხვა ხარისხის მრგვალი ხე-ტყის/ხე-მცენარის მიღების გამო ახალი ფირნიშებით მარკირების საჭიროების შემთხვევაში.“. 5. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მერქნული რესურსის დახარისხების შედეგად ახალი წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების შემთხვევაში, წარმოშობის დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში უნდა მიეთითოს დახარისხების აქტის რეკვიზიტები (თარიღი, ნომერი), ასევე იმ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი, რომელშიც ასახული იყო აღნიშნული ხე-ტყე/ხე-მცენარე, ასევე გაუქმებული ფირნიშის ნომერი. გაუქმებული ფირნიშის ნომრების მითითება შესაძლებელია დიაპაზონების მითითებითაც.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები