დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 456 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/10/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-28, 21/11/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ამოქმედდეს 1997 წლის 1 თებერვლიდან.
2. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს:
ა) „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესი“;
ბ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის დებულება და სტრუქტურა;
გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა;
დ) იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება;
ე) იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელნიც უფლებამოსილი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1996 წლის 29 ოქტომბერი.
№456–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები