წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016329
34
27/10/2017
ვებგვერდი, 31/10/2017
010250050.35.104.016329
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. წალენჯიხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია

დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. კვალიფიკაცია და გამოცდილება 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში საჯარო დაწესებულება) დირექტორი (შემდგომში დირექტორი) უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ მოთხოვნას სრულად: 
ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში ან სხვა სპეციალური პედაგოგიური სასწავლებელი სკოლამდელი აღზრდის სპეციალობით; 
ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში საგანმანათლებლო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის  ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; 
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება; 
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტრირებაში, ან ადამიანური რესურსების მართვაში.

მუხლი 2. სამართლებრივი აქტების ცოდნა
საჯარო დაწესებულების დირექტორს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ბ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.

მუხლი 3. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს; 
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;
ე) განათლების ძირითად თეორიებს;
ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში;
ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს;
თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს;
ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;
კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს.
ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს;
მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს;
ნ) ფონდების მოძიების პრინციპებს.
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: 
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; 
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;
დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;
ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; 
ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; 
ზ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება;
თ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა;
ი) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება. 

მუხლი 4. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა 
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.