დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების ნაწილის ბათილად ცნობისა და ამავე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 26/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320110000.17.010.016062 |
|
„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების ნაწილის ბათილად ცნობისა და ამავე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. ბათილად იქნეს ცნობილი „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების (სსმ III, 31.10.2005, №127, მუხ.1415):
ა) 31 პუნქტში სიტყვები: „და აქციზის“; ბ) დანართ №1-ში სიტყვები: „და აქციზის“. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობილი ნაწილების მოქმედება შეწყდეს მათი ბათილად ცნობის დღიდან. |
| მუხლი 2 |
„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში (სსმ III, 31.10.2005, №127, მუხ.1415) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. რეგულირების საფასურის ოდენობაა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის (მიწოდების) ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.75 პროცენტი.“; ბ) დადგენილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.“; გ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა (ფორმა 1.9) რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირებისთვის
გაანგარიშების ფორმაში მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ: ხელმძღვანელის სახელი და გვარი: “. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები