„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016891
133
15/11/2017
ვებგვერდი, 15/11/2017
100110000.22.038.016891
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №133

2017 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/10/2015, 100110000.22.038.016553) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.საბჭოს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27.“.

) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს:

ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, აგრეთვე მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი;

ბ) მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, აგრეთვე მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი.“.

) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.“.

) მე-10 მუხლის:

.) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის, აგრეთვე ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ის პენიტენციური დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული, ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის შესაბამისად შევსებული მსჯავრდებულის დახასიათება.

3. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.“;

.) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭო ვალდებულია განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოითხოვოს საკითხის განსახილველად, აუცილებელი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო, როგორც წესი, ყოველი თვის 15 რიცხვამდე შემოსულ შუამდგომლობებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იხილავს მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე.“.

) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსი 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თარჯიმანს აფრთხილებენ ადმინისტრაციულ წარმოებაში განზრახ არასწორად თარგმნის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით (დანართი №1).“.

) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ იღებს მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში (დანართი №2).“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1:

დანართი №1

თარჯიმნის ხელწერილი

 

 

____ _______________ ______                             __________________________

 (თარიღი)                                                                  (ადგილი)

 

 

მე, თარჯიმანი _____________________________________________________

 

მცხოვრები: _______________________________________________________

 

ვიძლევი ამ ხელწერილს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ _______________________________ მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების/დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ ______________________________________ ადგილობრივი საბჭოს ზეპირი სხდომის მიმდინარეობისას, ვალდებული ვარ კეთილსინდისიერად განვახორციელო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა და ვთარგმნო სწორად. ამასთანავე, ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის მიერ გაფრთხილებული ვარ, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში განზრახ არასწორად თარგმნისთვის პასუხს ვაგებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 348მუხლით.

 

თარჯიმანი ­­­­­­­­­­­­­­­­­­­____________________________

 

ხელწერილი ჩამოვართვი

ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარე ______________________________________________“.

 

3. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №2:

დანართი №2

 

მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობების გაცნობისა და წერილობითი თანხმობის მიღების შესახებ

 

____ _______________ ______                                          ____________________

 (თარიღი)                                                                              (ადგილი)

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს _______________________

__________________________ ადგილობრივი საბჭოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე მსჯავრდებულ _______________________________ განემარტა სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების წესი და მსჯავრდებულის მოვალეობები, კერძოდ:

1. საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულების დრო და ყოველდღიური ხანგრძლივობა განისაზღვრება პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს;

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება შესრულდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში;

3. მსჯავრდებულის სურვილით, სათანადო პირობების არსებობისას, შესაძლებელია შრომა შესრულდეს ასევე დასვენების დღეებში და არასამუშაო საათებში;

4. კონტროლის მიზნით, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია სამუშაოს შესრულებისას მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს ელექტრონული მონიტორინგის საშუალება (სამაჯური);

5. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნები;

6. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რომლის ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს;

7. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს პრობაციის ოფიცრის მიერ განსაზღვრულ სამუშაო ადგილას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

8. მსჯავრდებული ვალდებულია მოახსენოს პრობაციის ოფიცერს თავისი საქმიანობის შესახებ;

9. მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს პრობაციის ბიუროსა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების ადგილას ფხიზელ მდგომარეობაში;

10. მსჯავრდებულს ეკრძალება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე დატოვოს საქართველოს ტერიტორიის საზღვრები;

11. ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს შესაბამის პრობაციის ბიუროში დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს.

მსჯავრდებულს ასევე განემარტა, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი პრობაციის ბიურო მიმართავს სასამართლოს წარდგინებით მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სახის სასჯელით (ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით) შეცვლის შესახებ.

დადგენილ დროს სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მსჯავრდებული ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს პრობაციის ოფიცერს და განუმარტოს სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის მიზეზი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით, რომლის საპატიოდ ჩათვლის საკითხს გადაწყვეტს პრობაციის ბიუროს უფროსი.

საპატიო მიზეზის არსებობისას, დამსაქმებელს უფლება აქვს პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გაათავისუფლოს კონკრეტულ დღეს სამუშაოს შესრულებისაგან, რომლის სანაცვლოდ სამუშაო შესრულდება სხვა დღეს.

მსჯავრდებულმა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განაცხადა თანხმობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე.

მსჯავრდებულის სახელი, გვარი და ხელმოწერა ________________________________________

 

ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის

სახელი, გვარი და ხელმოწერა _______________________________________________________“.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“, „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“, „ზ“ ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი