„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.016469
40
26/10/2017
ვებგვერდი, 27/10/2017
360010010.22.023.016469
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №40

2016 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 01/07/2015, ს/კ 360010010.22.023.016327) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიულ ორგანოს თანდართულ ტიპური დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინიტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანოა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველო (შემდგომში – სამმართველო), რომელიც წარმოდგენს დეპარტამენტის პირველად სტრუქტურულ ერთეულს.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს სამმართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას სამმართველოს სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეებს (შემდგომში თანამშრომლებს) სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;“;

ბ.ბ)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;“;

ბ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;“;

გ) მე-6 მუხლის:
გ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება;

ბ) გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილებ(ები)ა.;

3. სამმართველოს მეორად სტრუქტურულ ერთეულს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.“ .

გ.ბ) მე-4 პუნქტის:
გ.ბ.ა)  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;“ .

გ.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) წარუდგენს სამმართველოს უფროსს წინადადებებს განყოფილების თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“ .

დ) მე-7 მუხლის:
დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი კომპეტენცია“

დ.ბ) მე-2 პუნქტის:
დ.ბ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დეპარტამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელთათვის თავისი უფლება-მოვალეობის განხორციელებისას დახმარების გაწევა, გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;“

დ.ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) პატრულირების პროცესში გამოვლენილი კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ანგარიშის (მოხსენებითი ბარათის) შედგენა და სამმართველოს უფროსთან შესაბამის მასალებთან ერთად წარდგენა;“.

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანდართულ დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო (შემდგომში კონვენციური სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინიტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში დეპარტამენტი) ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.“;

ბ) მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოების გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა დახმარებით;“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
გ.ა)  „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს კონვენციურ სამმართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას კონვენციური სამმართველოს სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეებს (შემდგომში თანამშრომლებს) სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;

ე) დადგენილი წესით, დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კონვენციური სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლების კომპეტენციებს;

ვ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;“;

გ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) წარუდგენს დეპარტამეტის უფროსს წინადადებებს კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“;

გ.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ანაწილებს კონვენციური სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;“;

დ) მე-5 მუხლის:
დ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონვენციური სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. კონვენციური სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ბათუმის განყოფილება;

ბ) ფოთის განყოფილება.

3. კონვენციური სამმართველოს მეორად სტრუქტურულ ერთეულს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.“

დ.ბ) მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ანაწილებს განყოფილების უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელისოლომონ პავლიაშვილი