,, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებით დამტკიცებულ „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ

,, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებით დამტკიცებულ „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.136.016239
19
26/10/2017
ვებგვერდი, 27/10/2017
010250040.35.136.016239
,, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებით დამტკიცებულ „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2017 წლის 26 ოქტომბერი

დაბა ხულო

 

,, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  სახის ცვლილებები:
  1. დადგენილების დანართის  1201  მუხლი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1201.    პეტიციის წარდგენის  უფლება

 1.პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს.

ბ) დასახლების საერთო კრებას (შემდგომ საერთო კრება).“ .

2.დადგენილების დანართის 1202 მუხლის მე-2 პუნქტი   შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. 1201   მუხლის   პირველი   პუნქტის   „ა“   ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების  სიას,  რომელიც  უნდა  შეიცავდეს  შესაბამისი  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული    ამომრჩევლის    სახელს,    გვარს,    დაბადების    თარიღს    (დღე,    თვე,    წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს (სოფელი/დაბა) და ხელმოწერას.“ .

3.დადგენილების დანართის  1203  მუხლის მე-2 პუნქტი   შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2.   1201     მუხლის   პირველი   პუნქტის   „ა“    ქვეპუნქტით   განსაზღვრულ შემთხვევაში პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების  წარდგენისას:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის წარდგენიდან 3(სამი) კალენდარული დღის ვადაში პეტიციის წარმდგენ სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს გადასცემს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების  რეგისტრაციის მოწმობას. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების   წარმდგენ სუბიექტს გადასცემს  პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის   ბლანკებს, რომელიც უნდა შეიცავდეს  ამომრჩევლის  სახელს   და   გვარს,   დაბადების   თარიღს   (რიცხვი,   თვე,   წელი),   საქართველოს   მოქალაქის პირად  ნომერს, რეგისტრაციის ადგილს (სოფლის/დაბის) და ხელმოწერას;

გ)  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის  მიერ  გაცემულ  თითოეულ  ბლანკზე  მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი, ხელმოწერა და  შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული პეტიციის წარმდგენი  ამომრჩევლების სიის ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი პირის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება;

ე) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი/სუბიექტები ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის და შესაბამისი ბლანკების გადაცემიდან 30 სამუშაო დღის ვადაში შეაგროვონ  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 1201  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი   ოდენობის   ხელმოწერები და  ჩააბარონ საკრებულოს აპარატს, წინააღმდეგ შემთხვევაში პეტიციას არ გააჩნია იურიდიული ძალა და იგი არ ექვემდებარება შემდგომ განხილვას;

ვ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს პეტიციას და 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე  ამოწმებს (ტელეფონით ან ცესკოს  ვებგვერდის საშუალებით) წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას;

ზ) ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ზ.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ზ.ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი,თვე,წელი);

ზ.გ)   მითითებული   არ   არის   ან   არასრულად   არის   მითითებული   რეგისტრაციის  ადგილი(სოფლის/დაბის დასახელება);

ზ.დ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ზ.ე) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ზ.ვ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

ზ.ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ზ.თ) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას;

თ) ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის მიერ წარდგენილ  პეტიციას საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს და არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანმიმდევრობით  ამოწმებს  პეტიციის წარმდგენი ამომრჩეველთა  ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის 20 %-ის ნამდვილობას. თუ  გაბათილდა მისი არანაკლებ 10 პროცენტისა, იმავე წესით დამატებით ამოწმებს ამომრჩეველთა  ხელმოწერების იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების  შემთხვევაში ამომრჩეველთა სიის   გაბათილებული ნაწილი უბრუნდება პეტიციის ინიციატორს და ეძლევა 5 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. პეტიციის ინიციატორთა მიერ  წარმოდგენილ ამომრჩეველთა სიის  შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს  საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით. თუ იმავე წესით  შემოწმებული ამომრჩეველთა   ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა,  პეტიციის წარმდგენ ამომრჩეველთა სია მთლიანად  გაბათილდება  და პეტიციის ინიციატორს უარი ეთქმება ინიცირებაზე.

3.პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

4. ამ  მუხლის  მე-2  პუნქტის  მოთხოვნები  არ  ვრცელდება 1201  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ შემთხვევაში და საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი მხოლოდ საერთო კრების ოქმის ნამდვილობას ამოწმებს.“ .

4. დადგენილების დანართის 1205  მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1205.   პეტიციის განხილვისთვის მომზადება.

„1. 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. 120-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების    რეგისტრაციიდან 7(შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, პეტიცია შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს.“ .

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე