ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016434
223
24/10/2017
ვებგვერდი, 26/10/2017
010250050.35.160.016434
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №223

2017 წლის 24 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე

დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში  საჯარო დაწესებულების) დირექტორი უნდა იყოს არანაკლებ 25 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
მუხლი 2
საჯარო დაწესებულების დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების მიმართულებით);

ბ) საჯარო ან/და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 3 (სამი) წელი (სასურველია განათლების მიმართულებით);

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Excel, Power Point) ცოდნა.

მუხლი 3
საჯარო დაწესებულების დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი ნორმატიული აქტებისა და თემატიკის ცოდნას:

ა) კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ”;

ე) საქართველოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში სტანდარტები (საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურის, წყალი-სანიტარია-ჰიგიენის, კვების);

ვ) საქართველოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მიღებული ნორმატიული აქტები;

ზ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პრინციპები; ინკლუზიური განათლების პრინციპები; ორგანიზაციული ქცევისა და წარმართვის პრინციპი; ბავშვის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის პრინციპები.

მუხლი 4
საჯარო დაწესებულების დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:

ა) საჯარო დაწესებულების ბიუჯეტის (ბუღალტერიის) მართვის შესაძლებლობა;

ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;

გ) ადამიანური რესურსის მართვის შესაძლებლობა;

დ) კომუნიკაციური და ლიდერობის უნარები;

ე) მოლაპარაკების წარმოების და ადვოკატირების შესაძლებლობა;

ვ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის შესაძლებლობა;

ზ) კვლევის და გეგმვის, განხორციელების, შედეგების ანალიზი;

თ) დოკუმენტაციის წარმოება;

ი) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა.

მუხლი 5
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი სხვა სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; 
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 6
საჯარო დაწესებულების დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა:
ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, დირექტორის დამატებითი საკვალიფკაციო მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს უშუალოდ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების ზემდგომი ორგანოს/დამფუძნებლის მიერ, რომელიც არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ნიშნებს.