დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 382 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 23/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017030 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
391 მუხლის მე-2 პუნქტის: |
ა)
„ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი), აგრეთვე ერთ-ან ორშვილიანი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) პირი;“; |
ბ)
„ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„თ) პირი, რომელმაც „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო; ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირი, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით იღებს შემოსავალს.“. |
2.
401 მუხლის „მაგალითი 6“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი 6 ფაქტობრივი გარემოებები: საწარმო დაფუძნდა 2018 წლის 3 თებერვალს. მის მიერ ბასს-ის მიხედვით გაწეული ჯამური ხარჯი 2018 წლის აგვისტოს თვეში შეადგენს 100 000 ლარს, მათ შორის, წარმომადგენლობითი ხარჯი – 1 200 ლარს. საწარმოს 2018 წლის ბოლომდე დამატებითი ხარჯი არ გაუწევია. ანალიზი: საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1%. ვინაიდან საწარმომ აგვისტოს თვეში არ იცოდა კალენდარული წლის ჭრილში მის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა გადააჭარბა ამავე პერიოდისთვის გაწეული ხარჯის 1%-ს, საწარმოს უფლება აქვს აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში არ ასახოს აღნიშნული დაბეგვრის ობიექტი. ხოლო ვინაიდან 2018 წელს საწარმოს დამატებითი ხარჯი არ გაუწევია და წარმომადგენლობითმა ხარჯმა კალენდარული წლის ჭრილში გადააჭარბა ზღვრულ ოდენობას, საწარმოს წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ იმ საკითხის შეფასება, კალენდარული წლის ჭრილში გადააჭარბა თუ არა წარმომადგენლობითმა ხარჯმა ზღვრულ ოდენობას, შესაძლებელი იყო მხოლოდ კალენდარული წლის ბოლოს, საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობა დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში. შედეგი: საწარმოს 2018 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოეშობა 200 (1 200-(100 000*1%)) ლარის დაბეგვრის ვალდებულება.“. |
მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები