სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ

სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ტრაქტები"
მიღების თარიღი 20/10/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
20/10/2017
ვებგვერდი, 23/10/2017
სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ
ს.ს."ტრაქტები"

განცხადება

(მოსაწვევი)

სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ

სს „ტრაქტების“ სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი მერაბ ყვავაძე საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 17 ნოემბერს დღის 12.00 საათზე, ქ. თბილისში, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული).

სს „ტრაქტების“ აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღე დადგინდეს 2017 წლის 16 ოქტომბერი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ სს „საქართველოს რეგისტრატორში“ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ.: 2-22-53-51;

საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქციონერებს, რომლებსაც აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას მისამართზე: თბილისი, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული), ტელ.: 2-72-26-62;

სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრებაზე დღის წესრიგში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

1) სს „ტრაქტების“ ამორტიზებული მანქანების, დანადგარების და გამოუყენებელი ნაწილების ჩამოწერის საკითხი;

2) კრედიტორის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტა;

3) მიწის გამოსყიდვის დასრულებასთან დაკავშირებული საკითხი;

4) სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.

სს „ტრაქტების“ სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორ(ებ)ის რეკომენდაციები:

აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით აცნობოთ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას.

აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას და დაუჭიროთ მხარი დღის წესრიგის საკითხების დადებითად გადაწყვეტას.

სს „ტრაქტების“ სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი