„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 20/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 050040000.48.065.016022
3
20/10/2017
ვებგვერდი, 23/10/2017
050040000.48.065.016022
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება №3

2017 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საპატენტო კანონის 81 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებით (ვებგვერდი, 111214001,16.12.2011, 300200000.48.065.016003) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ინსტრუქციის 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. ტექნიკის დონის კვლევა (ძიება)

1. კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, გამოგონების სიახლისა და საგამომგონებლო დონის შესაფასებლად საქპატენტი დაცვის ობიექტის დადგენის შემდეგ ატარებს ტექნიკის დონის კვლევას (ძიებას) შესაბამისი ტექნიკის დონის დადგენის მიზნით.

2.  ძიება ტარდება გამოგონების ფორმულის ყველა მუხლის მიმართ.

3. ძიება ტარდება სრული მოცულობით და შეიძლება შეწყდეს, როდესაც გამოვლენილი იქნება რამდენიმე ობიექტი, რომლის არსებითი ნიშნების ერთობლიობა ემთხვევა გამოგონების არსებითი ნიშნების ერთობლიობას.

4. ძიების შედეგად ზუსტდება გამოგონების საერთაშორისო საკლასიფიკაციო ინდექსი.

5. ძიების შედეგების საფუძველზე ხდება ძიების ანგარიშის შედგენა, რომელიც მოიცავს ძიების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტების ჩამონათვალს. ძიების ანგარიშს თან ერთვის ძიების ისტორია, რომელშიც გადმოცემულია ძიების დროს გამოყენებული საძიებო ბრძანებები.“.

2. ინსტრუქციის 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. სიახლის ექსპერტიზა

1. კანონის 35-ე მუხლის 12 პუნქტის საფუძველზე ძიების შემდეგ საქპატენტი ატარებს სიახლის ექსპერტიზას.

2. სიახლის ექსპერტიზის ჩატარებისას ხდება დოკუმენტური დასკვნის შედგენა, რომელიც მოიცავს ძიების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტების ანალიზს, ასევე იმის შეფასებას, არის თუ არა ტექნიკის დონით ცნობილი, გამოგონების ფორმულაში მოყვანილი არსებითი ნიშნების ერთობლიობა.

3. სიახლის შეფასებისას ძიების შედეგად გამოვლენილი თითოეული დოკუმენტის განხილვა ხდება სხვა დოკუმენტებისაგან განცალკევებულად.

4. თუ ექსპერტიზის საფუძველზე გამოვლინდა ობიექტი, რომელიც შეიცავს გამოგონების ფორმულაში მოყვანილი არსებითი ნიშნების იმავე ერთობლიობას, ექსპერტიზა გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას, იმის თაობაზე, რომ  გამოგონება არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს, ხოლო თუ ასეთი ობიექტი არ გამოვლინდა, გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას, იმის თაობაზე, რომ გამოგონება აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს.

5. თუ ექსპერტიზის საფუძველზე გამოვლინდა საქპატენტში შეტანილი განაცხადი, რომელსაც აქვს უფრო ადრინდელი პრიორიტეტი და იგი ჯერ არ გამოქვეყნებულა (არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი), კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, ექსპერტიზა შეჩერებული იქნება მის გამოქვეყნებამდე, რის შესახებ განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.“.

3. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:

„მუხლი 331. საგამომგონებლო დონის შეფასება

1. კანონის 35-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, თუ ექსპერტს შეექმნა სრული შთაბეჭდილება, რომ გამოგონება ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან, ექსპერტი შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანხმობით წერილობით მიმართავს საქპატენტს საგამომგონებლო დონის შეფასების თაობაზე.

2. შესაბამისი დასტურის მიღების შემთხვევაში ექსპერტი ახდენს საგამომგონებლო დონის შეფასებას და შესაბამის შედეგს ასახავს დოკუმენტურ დასკვნაში. საგამომგონებლო დონის შეფასება მოიცავს ძიების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტების ანალიზს და იმის შეფასებას, გამოგონება სპეციალისტისათვის ცხადად გამომდინარეობს თუ არა ტექნიკის დონიდან.

3. თუ შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ გამოგონება სპეციალისტისათვის ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან, ექსპერტიზა გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, ხოლო თუ დადგინდა, რომ გამოგონება სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან, გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამოგონება აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის  კრიტერიუმს.“.

4. ინსტრუქციის 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. ძიების ანგარიში და დოკუმენტური დასკვნა

1. ძიების შედეგად შედგენილი ძიების ანგარიში თანდართული ძიების ისტორიით, ასევე სიახლის და შესაბამის შემთხვევაში საგამომგონებლო დონის ექსპერტიზის საფუძველზე შედგენილი დოკუმენტური დასკვნა ეგზავნება განმცხადებელს.

2. ძიების ანგარიშთან და დოკუმენტურ დასკვნასთან დაკავშირებით განმცხადებელს მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში უფლება აქვს:

ა) დაეთანხმოს დასკვნას;

ბ) წარმოადგინოს დასაბუთებული შეპასუხება;

გ) შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე მოითხოვოს ცვლილების შეტანა გამოგონების ფორმულაში.

3. განმცხადებლის დასაბუთებულ შეპასუხებასთან დაკავშირებით საქპატენტი ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელთან მიმოწერა ვერ იძლევა სასურველ შედეგს და შეუძლებელი ხდება განაცხადზე საქმის წარმოების გაგრძელება, საქპატენტი იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.

4. თუ განმცხადებელმა წარმოადგინა ფორმულის შეცვლილი რედაქცია, რომელიც არ სცილდება განაცხადში წარმოდგენილი გამოგონების არსს, ექსპერტიზა ტარდება გამოგონების ფორმულაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით.

5. თუ გამოგონების ფორმულაში მომხდარი ცვლილებების შედეგად გამოვლინდა ახალი დამოუკიდებელი მუხლ(ებ)ი, განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს სათანადო საფასური ტექნიკის დონის განსაზღვრისათვის და შესაბამისი მუხლ(ებ)ის მიმართ უნდა გაიცეს ახალი ძიების ანგარიში და დოკუმენტური დასკვნა. აღნიშნული ნორმა არ ვრცელება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადრინდელი გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლ(ებ)ის ცვლილება ხდება მისი ალტერნატიული არსებითი ნიშნების შემცირების და/ან მასში მითითებული ზღვრების ინტერვალების შემცირების და/ან დამოკიდებული მუხლ(ებ)ის არსებითი ნიშნების საშუალებით.

6. თუ განმცხადებელმა წარმოადგინა ფორმულის შეცვლილი რედაქცია, რომელიც სცილდება განაცხადში წარმოდგენილი გამოგონების არსს, წარმოდგენილი ცვლილება არ მიიღება მხედველობაში, რის შესახებაც ეცნობება განმცხადებელს.

7. საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ (უარყოფითი ან დადებითი) იმ შემთხვევაშიც, როცა ინსტრუქციის ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განცხადებელი არ წარმოადგენს პასუხს.“.

5. ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს 35-ე მუხლი.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარენიკოლოზ გოგილიძე