„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 100110000.10.003.020174
465
19/10/2017
ვებგვერდი, 20/10/2017
100110000.10.003.020174
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №465

2017 წლის 19 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19.06.2015, 100110000.10.003.018660) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27.“.

2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამინისტროს აქვს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობებსა და სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებზე, სამინისტროს სისტემაში არსებულ ბეჭდებზე, საკანცელარიო ნივთებზე, სუვენირებსა და სხვა საგნებზე.“.

3. მე-4 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პენიტენციურ დაწესებულებათა საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება; 

ზ) პენიტენციური დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;“.

4. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

მუხლი 91

1. მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს. მინისტრის მრჩევლები თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

2. მინისტრის მრჩევლების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

5. მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი;“.

6. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. საგამოძიებო დეპარტამენტის ამოცანაა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა კომპეტენციის ფარგლებში გამოძიება და დანაშაულთა პრევენცია.“.

მუხლი 2
1.  დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი