„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 09/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.020173
464
19/10/2017
ვებგვერდი, 23/10/2017
340030000.10.003.020173
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №464

2017 წლის 19 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ დანართი №48 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი №48
ვეტერინარული სერტიფიკატი
VETERINARY CERTIFICATE
№ 000000
საქართველოდან ქუვეითის სახელმწიფოში საკლავი მამრი ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის
FOR THE EXPORTS OF MALE SHEEP AND GOATS FOR SLAUGHTER FROM
GEORGIA TO THE STATE OF KUWAIT

1. ზოგადი ინფორმაცია / General information

 

 

1.1. გამგზავნი/Consignor: სახელი/ Name: მისამართი/ Address:

1.2. სერტიფიკატის ნომერი/ Certificate reference number:

1.3 ვეტერინარული ორგანო/Veterinary Authority:

 

1.4. მიმღები/ Consignee სახელი/ Name: მისამართი/ Address:

1.5. წარმოშობის ქვეყანა/ Country of origin:

1.6. წარმოშობის ზონა ან ქვეყნის ნაწილი/Zone or compartment of Origin:

1.7. დანიშნულების ქვეყანა/ Country of destination:

1.8. წარმოშობის ადგილი/ Place of origin: სახელი/ Name:

მისამართი/ Address:

1.9. დატვირთვის ადგილი/Place of shipment:

1.10. გაგზავნის თარიღი / Date of departure:

1.11. სატრანსპორტო საშუალება/Means of transport :

თვითმფრინავი/ Aeroplane ()

გემი/ Ship ()

სხვა/ Other ( )

   

1.12. მთლიანი რაოდენობა/Total Quantity:

1.13. საქონლის იდენტიფიკაცია/ Identification of commodities:

ცხოველის სახეობა

/ Species

ჯიში/კატეგორია Breed/Category

ასაკი/ Age

სქესი/ Sex

იდენტიფიკაცია (საყურე ნიშანი/ მიკროჩიპი)/ Identification(Ear tag/Microchip)

2. სანიტარიული ინფორმაცია / Sanitary Information

მე, ----------------------, ქვემოთ ხელმომწერმა უფლებამოსილმა ვეტერინარმა სერტიფიკატის გაცემის დღეს შევამოწმე ცხოველი და მას არ აღენიშნება ინფექციური და გადამდები დაავადებების კლინიკური ნიშნები.

 I, ----------------------, the under signed Official Veterinarian have examined animal(s) today and showed no clinical signs of infectious and contagious diseases.

2.1. ქვეყანა ან ზონა გაგზავნამდე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში თავისუფალია შემდეგი დაავადებებისგან/Country or zone free for the following diseases for a specific period prior to shipment:

a. რიფტის ველის ცხელება / Rift Valley Fever: (ცხოველის) დაბადებიდან ან გაგზავნამდე, არანაკლებ, 14 დღის განმავლობაში; ან დატვირთვის ადგილამდე ტრანსპორტირებისას არ გაუვლია ტერიტორია, სადაც ადგილი ჰქონდა ეპიზოოტიას; ან დაცული იყო ვექტორებთან კონტაქტისგან, როდესაც გაიარა ტერიტორია, სადაც ადგილი ჰქონდა ეპიზოოტიას. / Since birth or for at least 14 days prior to shipment; or did not transit through an area experiencing an epizootic during transportation to the place of shipment; or were protected from vector attacks when transiting through an area experiencing an epizootic.

b. ვეზიკულარული სტომატიტი / Vesicular stomatitis დაბადებიდან ან, არანაკლებ 21 დღის განმავლობაში / since birth or for at least 21 days.

c. პარატუბერკულოზი / Para tuberculosis დაბადებიდან ან გაგზავნამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში / since birth or 12 months prior to shipment.

2.2. მეურნეობაში, საიდანაც გამოდის ცხოველი და რომელშიც გაგზავნამდე განსაზღვრული დროის განმავლობაში ოფიციალურად არ დაფიქსირებულა შემდეგი დაავადებები; / Establishment in which no case reported officially for the following diseases for a specified period prior to shipment:

a. ჯილეხი20 დღე / Anthrax: 20 days;

b. წვრილფეხა პირუტყვის ჭირი (PPR), ცხვრისა და თხის ყვავილი: / Peste des petits ruminants (PPR), sheep and goat pox : დაბადებიდან, ან არანაკლებ ბოლო 21 დღის განმავლობაში, თხის კონტაგიოზური პლევროპნევმონია დაბადებიდან ან ბოლო 45 დღის განმავლობაში და მეურნეობა არ მდებარეობდა ინფიცირებულ ზონაში; ჩაუტარდა ვაქცინაცია: წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ცოცხალი ატენუირებული PPRV ვაქცინით გაგზავნამდე არანაკლებ 21 დღით ადრე; ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგოდ გაგზავნამდე არანაკლებ 15 დღისა და არაუმეტეეს 4 თვისა; since birth, or for at least the 21 days, Contagious caprine pleuropneumonia for goats only since birth or 45 days, and that the establishment was not situated in an infected zone; were vaccinated against PPR with live attenuated PPRV vaccines at least 21 days prior to shipment; not less than 15 days and not more than 4 months prior to shipment for sheep and goat pox,

c. ცოფიარანაკლებ ბოლო 12 თვის განმავლობაში ან ჩაუტარდათ ვაქცინაცია/რევაქცინაცია ვაქცინის მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად / Rabies for at least 12 months or were vaccinated or revaccinated in accordance with the recommendations of the manufacturer.

d. თურქულიდაბადებიდან ან ბოლო სამი თვის განმავლობაში, თურქული არ დაფიქსირებულა მეურნეობიდან ათი კილომეტრის რადიუსში; არ ყოფილან შეხებაში თურქულის ინფექციის წყაროსთან მათი კარანტინის ადგილიდან დატვირთვის ადგილამდე ტრანსპორტირებისას. / Foot and Mouth Disease (FMD) since birth or for the past 3 months, FMD has not occurred within a ten-kilometer radius of the establishment; were not exposed any source of FMD infection during their transportation from the quarantine station to the place of shipment.

2.3. ბრუცელოზიინფექციისგან თავისუფალი ქვეყანა ან ზონა ან ინფექციისგან თავისუფალი ფარა ან ნახირი (ა) საჭიროებს ტესტს) ან თუ ფარა ან ნახირი არ არის მიჩნეული როგორც დაავადებისგან თავისუფალი და რომელშიც წლის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა (ბ) საჭიროებს ტესტს). / Brucellosis: country or zone free from infection or herd or flock free from infection (a) test required) or if herd or flock not qualified for free in which no case reported during the year (b) test required).

2.4. ცხვრის ეპიდიდიმიტი (Brucella ovis): (გარდა კასტრირებული მამრისა) ფარა თავისუფალია, ან თუ ფარა არ არის თავისუფალი (ა) საჭიროა ტესტი). / Ovine epididymitis (Brucella ovis): (except castrated male) flock free, or if flock other than free (a) test required).

2.5. ცხვრის კატარალური ცხელება (ბლუტანგი): ცხოველები იმყოფებოდნენ ვექტორებისგან დაცულ მეურნეობაში გაგზავნამდე არანაკლებ ბოლო 60 დღისა და დატვირთვის ადგილამდე ტრანსპორტირების განმავლობაში. / Bluetongue: animals were kept in a vector- protected establishment for at least 60 days prior to shipment and during transportation to the place of shipment.

2.6. სკრეპიცხოველები გამოდიან სკრეპისგან თავისუფალი მეურნეობიდან როგორც მოცემულია OIE-ს კოდექსის 14.8.5 მუხლში.

/ Scrapie animals come from an establishment free from scrapie as described in Article 14.8.5.

2.7. ძველი და ახალი მსოფლიოს ხორცის ბუზით დაავადებაქვეყანაში დაფიქსირების შემთხვევაში ხორციელდება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 2014 წლის ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის კოდექსის 8.10.1-დან 8.10.3 მუხლების შესაბამისი ღონისძიებები. /Old and New world screwworm: country if infested comply with the OIE Terrestrial Code 2014 article 8.10.1 to 8.10.3.

2.8. ვაქცინაციავაქცინირებული არიან შემდეგ დაავადებებზე / Vaccination: have been vaccinated for the following diseases

a. წვრილფეხა პირუტყვის ჭირზე გაგზავნამდე 14 დღით ადრე. / PPR 14 days prior to shipment.

b. ცხვრისა და თხის ყვავილზე გაგზავნამდე არანაკლებ 15 დღით და არაუმეტეს 12 თვით ადრე. / Sheep and goat pox not less than 15 days and not more than 12 months prior to shipment.

2.9. ლაბორატორიული ტესტები: მოითხოვება უარყოფითი შედეგით, ტესტი უნდა შეესაბამებოდეს OIE- სახელმძღვანელოს. / Laboratory tests: required negative results, test approved by the OIE Manual.

a. ბრუცელოზი (ა) სქესობრივად მომწიფებული ცხოველები გაგზავნამდე 30 დღით ადრე; (ბ) 30 დღის განმავლობაში იზოლირებული და ამავე პერიოდში შემოწმებული; ახალმოგებულის შემთხვევაში ტესტი ჩატარებულ იქნა მოგებიდან არანაკლებ 30 დღის შემდეგ. / Brucellosis (a) sexually matured animals 30 days prior to shipment; (b) isolated for 30 days and tested during this period; in the case of post-parturient females, the test was carried out at least 30 days after giving birth.

b. ცხვრის ეპიდიდიმიტი (Brucella ovis): (ა) 6 თვეზე მეტი ასაკის ცხვარი გაგზავნამდე 30 დღით ადრე. / Ovine epididymitis (Brucella ovis): (a) sheep over 6 months of age 30 days prior to shipment.

c. თურქულის დაავადების ვირუსი (FMDV) (ვირუსოლოგია და სეროლოგიაიზოლაციიდან 28 დღის შემდეგ - შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ცხოველების 5% / Foot and Mouth Disease Virus (FMDV) (virology and serology): 28 days after isolation – 5% of randomly selected animals.

2.10. ცხოველები არ გამოდიან ინფექციური დაავადების გამოვლენის გამო ვეტერინარულ შეზღუდვებს დაქვემდებარებული ტერიტორიიდან; და არ წარმოადგენენ გადამდები ან ინფექციური დაავადების კონტროლისა და აღმოფხვრის ეროვნული პროგრამის ფარგლებში გამოწუნებულ ცხოველებს / Do not come from an area under veterinary restriction due to an outbreak of an infectious disease; and must not be animals, which have been culled under a national program to control and eradicate a contagious or infectious disease.

2.11. დამუშავებული არიან ენდო (ფასციოლას საწინააღმდეგო პრეპარატის ჩათვლით) და ექტო პარაზიტებზე; / Have been effectively treated against internal (including effective drugs against liver fluke) and external parasites;

2.12. გამოდიან ფარიდან, რომელშიც ადგილი არ ჰქონია OIE-ს სიით განსაზღვრულ სხვა დაავადებებს გაგზავნამდე ბოლო ერთი თვის განმავლობაში; / Were derived from flock where other OIE listed diseases have not occurred during the past 1 month prior to shipment;

2.13. იმყოფებოდნენ ქვეყნის კომპეტენტური ვეტერინარული ორგანოს მიერ აღიარებულ ვექტორებისგან დაცულ საკარანტინო სადგომში, გაგზავნამდე არანაკლებ 21 დღით ადრე; / Were kept in a vector proof quarantine station approved by the Veterinary Authority of the country for at least 21 days prior to shipment;

2.14. იგზავნებიან წარმოშობის ადგილიდან და არ ჰქონიათ კონტაქტი სხვა ცხოველებთან; დატვირთვის ადგილამდე გადადგილების დროს არ გაუვლიათ ტერიტორია, სადაც ადგილი ჰქონდა ინფექციური და გადამდები დაავადებების შემთხვევებს; / Were sent directly from the holding of the origin and have not come in contact with other animals; were not passed through an area with and exposed to an infectious or contagious during their transit to the place of shipment;

2.15. საშუალებები, რომლითაც ხორციელდება ცხოველების ტრანსპორტირება ფერმიდან მათ დანიშნულების ადგილამდე და გადაადგილების განმავლობაში მათდამი მოპყრობა უნდა შეესაბამებოდეს 2013 წლის OIE-ს ხმელეთის ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის კოდექსის 7.2. ან 7.4 მუხლებით დადგენილ ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს, / The facilities by which animals are transported from the source of the farm to their destination and the way they are handled during the journey should comply with the Animal Welfare standards of the OIE Terrestrial Animal Health Code 2013, chapter 7.2. or 7.4;

2.16. საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატის მოქმედების ვადა / Validity of the International Veterinary Certificate სერტიფიკატი დატვირთვის თარიღიდან ათი დღის განმავლობაში / The certificate is valid for ten days from the date of loading

თარიღი/ Date

ადგილი/ Place

უფლებამოსილი ვეტერინარის ბეჭედი და ხელმოწერა/Stamp and Signature of the official Veterinarian

     

სახელი დიდი ასოებით და თანამდებობა / Name in block capitals and designation

o წინამდებარე ვეტერინარული სერტიფიკატი შეიცავს სერიულად დანომრილ სამ გვერდს/This Veterinary Health certificate contains three pages serially numbered