ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დელისის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების სახელის მინიჭების შესახებ

ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დელისის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 420
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016348
420
10/10/2017
ვებგვერდი, 20/10/2017
000000000.00.101.016348
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დელისის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №420

2017 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დელისის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების – ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) საბურთალოს რაიონში დელისის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების – ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                              გიორგი ალიბეგაშვილი