ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის შესახვევისთვის და მასთან არსებული I ჩიხისთვის მხატვრის ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის შესახვევისთვის და მასთან არსებული I ჩიხისთვის მხატვრის ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016339
411
10/10/2017
ვებგვერდი, 20/10/2017
000000000.00.101.016339
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის შესახვევისთვის და მასთან არსებული I ჩიხისთვის მხატვრის ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №411

2017 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის შესახვევისთვის და მასთან არსებული I ჩიხისთვის მხატვრის – ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) მთაწმინდის რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის შესახვევს (შესახვევი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად) და მასთან არსებულ I ჩიხს მიენიჭოს მხატვრის – ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                           გიორგი ალიბეგაშვილი