„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 183/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017435
183/ნ
19/10/2017
ვებგვერდი, 20/10/2017
430010000.22.022.017435
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №183/ნ

2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში (სსმ, 163, 14/12/2010) და ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალის“ (დანართი №4):

1.0418 დარგი/სპეციალობის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 0419 და 0420 დარგი/სპეციალობები:

„0419  საზღვაო ინჟინერია

0420  საზღვაო ელექტროინჟინერია“;

2.1110 დარგი/სპეციალობა  „საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია/გემის მექანიკა/გემის ელექტრომექანიკა)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1110  საზღვაოსნო მეცნიერება“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა