დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 425 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/10/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-28, 21/11/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ ამოქმედდეს 1997 წლის 1 იანვრიდან.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს უზრუნველყოს, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 1997 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს დებულებები „გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურით დადგენილი მეოთხე კატეგორიის საქმიანობის ჩამონათვალის შესახებ“ და „გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის და გარემოსდაცვითი ნებართვის გაფორმების წესის შესახებ“. ეს დებულებები ამოქმედდეს 1997 წლის 1 იანვრიდან.
3. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა:
ა) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს 1998 წლის 1 იანვრამდე განსახილვევლად წარუდგინოს კანონპროექტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“;
ბ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტებთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს 1997 წლის 1 ივნისამდე განსახილველად წარუდგინოს კანონპროექტი „გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებლის შესახებ“;
გ) საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს 1997 წლის 1 ივნისამდე განსახილველად წარუდგინოს კანონპროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1996 წლის 15 ოქტომბერი.
№425–Iს
დოკუმენტის კომენტარები