გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 აგვისტოს №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016355
54
16/10/2017
ვებგვერდი, 18/10/2017
010250020.35.161.016355
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 აგვისტოს №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54

2017 წლის 16 ოქტომბერი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 აგვისტოს №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 აგვისტოს №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 01/09/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.161.016349) და:
ა) პრეამბულიდან ამოღებულ იქნეს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
ბ) შეიცვალოს დადენილების პირველი მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი (დანართი №1).“
გ) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №2 - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
დ) შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“;
ე) შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე დასაშვებია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა, გარდა ქალაქის ბულვარში, პარკში და სკვერში. ამ ტერიტორიაზე აკრძალულია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის  მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა.“;
ვ) შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
ზ) შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.  პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი
1. პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია:
ა)  უზრუნველყოს პირუტყვის სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება;
ბ) უზრუნველყოს პირუტყვის დაცვა არაჰუმანური და კანონსაწინაღმდეგო ქმედებებისაგან;
გ) აწარმოოს პირუტყვის აღრიცხვა მონაცემების ბაზის მეშვეობით;
დ) ამ წესითა და საკუთარი დებულებით/წესდებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვი (პასუხისმგებელი პირის/ორგანოს ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო) დაიღუპა, მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი