ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.161.016354
53
16/10/2017
ვებგვერდი, 18/10/2017
010250000.35.161.016354
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2017 წლის 16 ოქტომბერი

ქ. გარდაბანი

 

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
1. ეს დადგენილება,  გარდა დანართის მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების დანართის მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი




დანართი

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს.

მუხლი 2. განათლება და გამოცდილება

საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს:

ა) აკადემიური უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ბ) საგანმანათლებო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ან ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;

დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე).

მუხლი 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა

საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ვ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

მუხლი 4. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები

1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;

ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;

გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;

ე) განათლების ძირითადი თეორიები;

ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;

ზ) ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;

თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები;

ი) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;

კ) ფინანსური მართვის საფუძვლები;

ლ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები;

მ) ფონდების მოძიების პრინციპები;

ნ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;

ო) ინვენტარიზაციის პროცედურები.

2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;

გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;

დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;

ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;

ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;

ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;

თ) შესყიდვების დაგეგმვა;

ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;

კ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება;

ლ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;

მ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა.

მუხლი 5. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა

საჯარო დაწესებულების დირექტორად არმიიღება პირი, თუ:

ა) იგი ნასამართლევია;

ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.