სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024754
2113
06/10/2017
ვებგვერდი, 17/10/2017
000000000.00.003.024754
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2113

2017 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ 2011 წლის 23 დეკემბერს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული და ამავე მხარეებს შორის გასაფორმებელი დამატებითი შეთანხმება (Side Letter).

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია (მათ შორის, პროექტის განმარტებითი ბარათი) მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი