დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 373 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017028 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასაზღვრო კონტროლის ზონები – საბაჟო გამშვები პუნქტებია: „წითელი ხიდი“, „სადახლო-საავტომობილო“, „სადახლო-სარკინიგზო“, „გარდაბანი“, „მტკვარი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“, „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „ბათუმის პორტი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო“, „კარწახი“.“; ბ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.“. 3. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისისთვის“: ბ.ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ; ბ.ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე); ბ.გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის).“; ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საბაჟო დეპარტამენტის: ე.ა) თელავის გაფორმების განყოფილებისათვის: ე.ა.ა) ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41; ე.ა.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის); ე.ბ) ახალციხის გაფორმების განყოფილებისათვის: ე.ბ.ა) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54; ე.ბ.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის); ე.გ) ქუთაისის გაფორმების განყოფილებისათვის: ე.გ.ა) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5; ე.გ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის); ე.დ) რუსთავის გაფორმების განყოფილებისათვის: ე.დ.ა) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36; ე.დ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);“; ბ) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-6 პუნქტის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს; გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5 (საბაჟო დეპარტამენტის ქუთაისის გაფორმების განყოფილება);“; გ.გ) „თ-კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36 (საბაჟო დეპარტამენტის რუსთავის გაფორმების განყოფილება); ი) ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41 (საბაჟო დეპარტამენტის თელავის გაფორმების განყოფილება); კ) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54 (საბაჟო დეპარტამენტის ახალციხის გაფორმების განყოფილება);“. 4. 37-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გაფორმების ორგანოში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VII–02) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ. 11. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ საქონელზე თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“. 5. 45-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი;“; ა.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არაუმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;“; ბ.ბ) „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სეს ესნ-ის 8426 41 და 8426 49 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ მექანიზმებზე, 8427 10 და 8427 20 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ სატვირთველებზე, 8429, 8701, 8702, 8703 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული კვადროციკლებისა, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა), 8704, 8705, 8709, 8710, 8711 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული მოტოციკლებისა და ველოსიპედებისა, ძრავას ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა), 8716 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული ხელის ურიკებისა და 8716 90 სასაქონლო სუბპოზიით გათვალისწინებული ნაწილებისა) სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 (8903 10 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული გასაბერი ნავების გარდა) სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ (ბაქოს ქ. №11-ში) საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.“. 6. 110-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა) განადგურება ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსის ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილების უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 5 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები