დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.109.016238 |
|
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 სექტემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/09/2017წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016236) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 30-ე, 36-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის „შ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:’’; |
ბ)
დადგენილების მე–3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის №7 დადგენილება და ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის №8 დადგენილება.“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;”; |
დ)
დადგენილების მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები