დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გასაფორმებელი შეთანხმების მოწონებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2094 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024739 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2094
2017 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გასაფორმებელი შეთანხმების მოწონებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გასაფორმებელი შეთანხმება.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულებით მოწონებულ შეთანხმებაზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი შეთანხმებიდან გამომდინარე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები