დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმის საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენისა და მ.ზავრაშვილის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2093 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024738 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2093
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმის საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენისა და მ.ზავრაშვილის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე
1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საქართველოს შეერთების მიზნით, წარედგინოს „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმი.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმის საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენისა და მაია ბითაძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1658 განკარგულება და „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმის საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენისა და მაია ბითაძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1658 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №1922 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები