დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად მ.ზავრაშვილის დანიშვნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2092 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024737 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2092
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად მ. ზავრაშვილის დანიშვნის თაობაზე
1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს შეერთებისათვის წარედგინოს „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენცია.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად მ. ბითაძის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1670 განკარგულება და „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად მ. ბითაძის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1670 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №1923 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები