დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2090 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024735 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2090
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სსიპ − საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, სსიპ − საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს მიეცეს წინასწარი თანხმობა, CPV კოდის − 30200000 (კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები) ფარგლებში, განახორციელოს სსიპ − საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის DELL EMC XtremIO მონაცემთა შენახვის All-Flash სისტემის დამატებითი კომპონენტების (თანმდევი მომსახურება ინსტალაციით) სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები