შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2088
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024733
  • Word
2088
05/10/2017
ვებგვერდი, 17/10/2017
000000000.00.003.024733
შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2088

2017 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „რალი - კონტინენტალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქედის მუნიციპალიტეტში, მდინარე დოლოგნის (მდ. ბზანა) კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „რალი – კონტინენტალი“ (ს/კ: 245582944) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე დოლოგნის (მდ. ბზანა) კალაპოტში მოიპოვოს 11850 მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

732157

4602920

2

732157

4602883

3

732229

4602888

4

732285

4602919

5

732328

4602944

6

732371

4602945

7

732389

4602953

8

732409

4602970

9

732415

4602982

10

732411

4603045

11

732404

4603037

12

732397

4603004

13

732407

4602988

14

732376

4602964

S= 0,79 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – შპს „რალი – კონტინენტალი“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) წიაღითსარგებლობის ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს შპს „დელტა კომმის“ მიერ დადგენილი პირობების დაცვით;

გ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;

დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი