დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „გადაარჩინე ტყისთვის“ სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის მოვლის ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2087 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024732 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2087
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „გადაარჩინე ტყისთვის“ სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის მოვლის ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებით დამტკიცებული ტყის მოვლისა და აღდგენის წესის მე-3 მუხლის 21 და 22 პუნქტების შესაბამისად:
1. სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის მოვლის ღონისძიების განხორციელების – ძირნაყარი ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული მერქნული რესურსი, კერძოდ, კახეთის სატყეო სამსახურის ახმეტა-თელავის სატყეო უბნის წინანდლის სატყეოს კვარტალ №43,44,45,62-ში 112 კბ. მ, მათ შორის: I ხარისხის 26 კბ. მ ვერხვი, II ხარისხის 86 კბ. მ (ვერხვი – 77 კბ.მ; ტირიფი – 3 კბ.მ; ჭალის მუხა – 4 კბ. მ; მურყანი – 2 კბ.მ), ყვარელი – ლაგოდეხის სატყეო უბნის ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში 211 კბ. მ, მათ შორის: I ხარისხის – 15 კბ. მ ვერხვი, II ხარისხის – 196 კბ. მ (ვერხვი – 175 კბ. მ, ლაფანი – 8 კბ. მ, მურყანი – 10 კბ. მ, კაკალი – 3 კბ. მ), საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნის ნაკვეთ №1-ში II ხარისხის 20 კბ. მ ვერხვი საკუთრებაში გადაეცეს შპს „გადაარჩინე ტყეს“.
2. შპს „გადაარჩინე ტყემ“ უზრუნველყოს:
ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის − მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში − პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის − მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი ოდენობით;
ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) – 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი პირობების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და წესით.
3. სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება შპს „გადაარჩინე ტყესთან“;
ბ) დამზადების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშით მარკირება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები