დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მ. ზავრაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2048 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024782 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2048
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მ. ზავრაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი.
2. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მ. ბითაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1019 განკარგულება და „მ. ბითაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1019 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №1925 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები