დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2037 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024764 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2037
2017 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფს“ (ს/ნ: 206267494) მიეცეს უფლება, საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ (ს/ნ: 206267494) საკუთარი შემოსავლებიდან 3 000 000.00 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები