საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დაწყებამდე წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2027
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024715
2027
26/09/2017
ვებგვერდი, 16/10/2017
000000000.00.003.024715
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დაწყებამდე წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2027

2017 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დაწყებამდე წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მიეცეს წინასწარი თანხმობა CPV კოდის – 42900000 (სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 გიორგი კვირიკაშვილი