სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული საავტომობილო გზების სიის დამტკიცების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული საავტომობილო გზების სიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016225
27
12/10/2017
ვებგვერდი, 16/10/2017
010250050.35.168.016225
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული საავტომობილო გზების სიის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2017 წლის 12 ოქტომბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული საავტომობილო გზების სიის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული საავტომობილო გზების სია, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი



დანართი
სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის  ნებადართული საავტომობილო გზების სი, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა)

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია:
1. ქ. წნორი, ბაგრატიონის ქუჩა;
2. ქ. წნორი, ევდოშვილის  ქუჩა;
3. ქ. წნორი, თავისუფლების ქუჩა;
4. სოფლების (ბოდბისხევი, ჯუგაანი, ქვემო მაჩხაანი-ფანიანი) დამაკავშირებელი ცენტრალური გზა;
5. სოფლების (ნუკრიანის  ცენტრი, ზემო მაღარო, ზემო ბოდბე (დაცული ტყე), ქვემო ბოდბე)  დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.