„ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2069
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024690
  • Word
2069
05/10/2017
ვებგვერდი, 16/10/2017
000000000.00.003.024690
„ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2069

2017 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების 16.1 მუხლში განსაზღვრული საქართველოს მთავრობის ვალდებულების (ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და პროექტირება) შესრულების მიზნით, 2017-2018 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) უზრუნველყოს:

ა) ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურისა და ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა, გარდა სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემების დანერგვასა და ლიანდაგის ზედნაშენის მოწყობასთან დაკავშირებული დეტალური საპროექტო დოკუმენტაციისა – ლოტი 1;

ბ) ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემების დანერგვასა და ლიანდაგის ზედნაშენის მოწყობასთან დაკავშირებული დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა – ლოტი 2;

გ) სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მეორე ფაზისთვის საჭირო ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის კონცეპტუალური პროექტის შესყიდვა – ლოტი 3.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით შესყიდული საპროექტო მომსახურების მონიტორინგი სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ დავალებით უზრუნველყოს სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზამ“.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების მიღება-ჩაბარება, გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილისა, ერთობლივად უზრუნველყონ დეპარტამენტმა და სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზამ“.

4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების, აგრეთვე ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემების დანერგვასა და ლიანდაგის ზედნაშენის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების და აღნიშნულ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენის მიზნით.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით შესაბამისი ფინანსური სახსრები.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი