დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2060 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024722 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2060
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისაგან დაზიანებული გზების რეაბილიტაციის მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 4 600 (ოთხი ათას ექვსასი) მ3 ინერტული მასალა (კირქვის ღორღი, ტუფოქვიშაქვა (ღორღი), ტუფობრექჩიის ღორღი, გამოფიტული გრანიტი (ღორღი)) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) სოფ. ბაზალეთი – 1 200 მ3 კირქვის ღორღი:
ბ) სოფ. ვანი – 600 მ3 ტუფოქვიშაქვა (ღორღი):
გ) სოფ. მარელისი – 1 300 მ3 ტუფობრექჩიის ღორღი:
დ) სოფ. ხიდარი 400 მ3 კირქვის ღორღი:
ე) სოფ. საქასრია – 1 100 მ3 გამოფიტული გრანიტი (ღორღი):
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.
3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა და ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 920 (ცხრაას ოცი) ლარის გადახდა.
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები