დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ სს „ბაზისბანკისთვის“ სესხის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2020 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024709 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2020
2017 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ სს „ ბაზისბანკისთვის“ სესხის მიცემის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ სს „ბაზისბანკისთვის“ არა უმეტეს 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის მიცემის თაობაზე.
2. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) სადამფუძნებლო შეთანხმების მე-3 მუხლის მე-3 სექციის (ii) პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობით აცნობოს თანხმობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) ამ უკანასკნელის მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები