დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2018 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024711 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2018
2017 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე 18895.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 საერთო ფართით – 36.02 კვ.მ, №2 საერთო ფართით – 37.21 კვ.მ, №3 საერთო ფართით – 45.66 კვ.მ, №4 საერთო ფართით – 33.66 კვ.მ, №5, №6, №7, №8, №9, №10 (აუზი), №11, №12 (აუზი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.19.31.346) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 000 (ასი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ფ/პ გიორგი თათილაშვილს.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაციის გადახდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე;
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:
გ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 20 (ოცი) ნომრის მქონე სასტუმროს (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებ ოდეს) რესტორანს/რესტორნებს, სასტუმროს ეზოს გამწვანებას, განათებას, არანაკლებ 20 (ოცი) ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს) შექმნა, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება;
გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შენარჩუნება.
3. ფ/პ გიორგი თათილაშვილი ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სა მართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები